საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 1 ივნისის მთავრობის სხდომა

2011 წლის 1 ივნისის მთავრობის სხდომა 2011 წლის 1 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 60 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი. 

ხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის 10 პუნქტიან სტრატეგიულ გეგმის რამოდენიმე პროექტის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ ნიკა გილაურის სიტყვას:

„მოგესალმებით. რამოდენიმე თვის წინ საზოგადოებას ქვეყნის დასაქმების, მოდერნიზაციის 10 პუნქტიანია სტრატეგიული გეგმა წარვუდგინეთ. რამოდენიმე პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ამ გეგმის ნაწილია.

ჯანდაცვაში რამოდენიმე თვეში 60-ზე მეტი ახალი საავადმყოფო და კლინიკა გაიხსნება. მომავალი წლის ბოლომდე ჯამში 150-მდე ახალი კლინიკა და საავადმყოფო გვექნება. ეს იქნება მცირე და საშუალო ზომის კლინიკები და საავადმყოფოები რეგიონებში, ხოლო ქალაქებში იქნება 70-100 საწოლიანი საავადმყოფოები.

განათლებაშიც რეფორმები გვაქვს. ავიღოთ ამ დღეებში ჩატარებული სასკოლო გამოცდები, რომლებმაც ძალიან წარმატებით ჩაიარა. ესეც ამ გეგმის ნაწილი იყო.

მინდა ჯერ ამ გეგმის სხვა პუნქტზე ვისაუბრო. ეს არის მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება, რაც ამ 10 პუნქტიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია. საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე და ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გაუმჯობესებაზე, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებაზე. დღეს მთავრობის სხდომაზე ერთერთ ასეთ საკითხს განვიხილავთ. ეს არის საპარტნიორო ფონდის შექმნის საკითხი, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება ექსპორტის წახალისება, კერძო სექტორის აქტივობის წახალისება ისეთ დარგებში, ისეთ სფეროებში და ისეთი პროექტების განხორციელებისას, რომლებიც ძალიან დიდია კერძო სექტორისთვის დამოუკიდებლად განხორციელებისთვის.

დღეს განვიხილავთ ამ საკითხს. რამოდენიმე კვირის წინ პარლამენტმა საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონი მიიღო. ამ კანონის მიხედვით უნდა შევქმნათ საბჭო, სადაც ეკონომიკური პროფილის მინისტრები შევლენ. ამ ფონდის მთავარი ფუნქცია იქნება ისეთი მსხვილი ენერგეტიკული და არაენერგეტიკული პროექტების განხორციელება, რომლებსაც კერძო სექტორი დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის სტაბილურობისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის და ექსპორტის გაზრდისთვის. ამ შემთხვევაში ძალიან მსხვილი ჰესების მშენებლობაზე, ნავთოგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაზე და სხვა ასეთი ტიპის პროექტებზე ვსაუბრობთ.

გვინდა, რომ ამ ფონდმა დაიწყოს მუშაობა უახლოეს თვეებში და მნიშვნელოვანი რეზულტატები, ანუ კერძო სექტორის ჩართულობა ეკონომიკაში, ვნახოთ უახლოესი თვეების განმავლობაში.

მიზნად გვექნება ამ ფონდის მეშვეობით ქვეყანაში მომავალ წლებში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა. ერთერთი ბერკეტი ეს ფონდი იქნება. მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ ექსპორტი, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ექსპორტის ზრდას."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური