საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 23 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 23 სექტემბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 23 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 56 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რვა თვის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. სხდომის დაწყებამდე, საზოგადოებას, მთავრობის წევრებს მაკროეკონომიკური ინფორმაცია მინდა გავაცნო, რომელიც განსაკუთრებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს დააინტერესებს. პირველი რვა თვის მონაცემები სამაოდ კარგი გვაქვს. პირველი რვა თვის მიხედვით ექსპორტი გაზრდილია 40 %-ით. ეს კარგი ზრდაა, ექსპორტში არცერთ წელს ასეთი ზრდა არ გვქონია.

იმპორტი გაზრდილი 38%-ით. საბანკო სექტორის ციფრები ძალიან დამაიმედებელია: დეპოზიტები გაზრდილია 11%-ით, სესხების ზრდა ჯამში 14%-ს შეადგენს. საკმაოდ დიდი ზრდა არის რეალურ სექტორში. ავტომობილების გაყიდვა გაზრდილია 14%-ით, უძრავი ქონების ტრანზაქცოები - 30%-ით. ძალიან დიდი ზრდა არის სატრანზიტო მოცულობებში, კონტეინერების თვითბრუნვა გაზრდილია 25%-ით. ეს ყველაფერი აისახება უმუშევრობის შემცირებაზეც.

რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდა?

ეს იწვევს სამუშაო ადგილების შექმნას და უმუშევრობის შემცირებას. 6 თვის წინასწარი მონაცემებით საქართველოში უმუშევრობა 16,5%-იდან და 15,5%-მდე არის შმცირებული, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის შემცირების დიდი წილი მეორე კვარტალზე მოვიდა.

ძალიან კარგი, პოზიტიური ტენდენციაა. გასული წლიდან მოყოლებული საქართველოში უმუშევრობა ეტაპობრივად, ნელ-ნელა მცირდება. ეს იმის ფონზე, როდესაც საერთაშორისო ეკონომიკური სიტუაცია არ არის სახარბიელო, უმუშევრობა თითქმის ყველგან იზდრება. დღეს ჩვენთნ ეს პირიქით არის. მაკროეკონომიკური ციფრები ყველაზე უფრო დამაიმედებელი და ყველაზე უფრო სტაბილური საქართველოშია. ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს ან ევროპულ ქვეყნებს რომ შევადაროთ, საქართველოს სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა თვალსაჩინოა.

იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ყველა მონაცემი გაგვაჩნია, რომ ტენდენცია გაგრძელდეს და უმუშევრობა კიდევ უფრო შემცირდეს წლის განმავლობაში. "

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური