საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 26 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 26 ოქტომბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 26 ოქტომბერს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, პრეზიდენტის რწმუნებულები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომაზე საქართველოს მთავრობის სტრატეგიული "ათპუნქტიანი გეგმა" მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის განიხილეს, რომელიც მოიცავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს და მიზნებს 2011 - 2015 წლებისათვის.

ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების და "ათპუნქტიანი გეგმის" დეტალების შესახებ ისაუბრა.

„2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა გამოწვეულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდით. მესამე კვარტალი გვქონდა უკეთესი მოსალოდნელზე უკეთესი იყო - 7,3%. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯამში წლევანდელი წელი გაიზრდება 6%-ით და არა 5,5-ით, როგორც ეს დაგეგმილი იყო. უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ბიუჯეტში შევიტანოთ ცვლილებები და 6%-ზე დავგეგმოთ 2011 წლის ეკონომიკური ზრდა...2011 წლის 26 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

10 პუნქტიანი გეგმა 2011-2015 წლების ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური პოლიტიკა და სტრატეგიაა. ძალიან კონკრეტული გეგმა, ძალიან კონკრეტული ციფრები, კონკრეტული მიზნები, რას გვინდა მივაღწიოთ სხვადასხვა სფეროში იმისათვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი უმუშევრობის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნაა...

2011 წლის 26 ოქტომბრის მთავრობის სხდომა 10 პუნქტიანი გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ინფრასტრუქტურა. პროექტების განხორციელების დროს მხოლოდ მშენებლობებზე ათობითათასი ადამიანი დასაქმდება. მშენებლობის შემდეგ ახალი კომპანიები, ახალი ინვესტორები შემოდიან და ბევრად უფრო მეტი სამუშაო ადგილები იქმნება. მაგალითად, საგზაო ინფრასტრუქტურაში ყოველ წელს დასაქმდება 30 000 ადამიანი. ყოველწლიურად წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დასაქმდება 20 000 ადამიანი. ენერგეტიკაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში შეიქმნება მინიმუმ 13-15 ათასი სამუშაო ადგილი...

ეს არის ძალიან მოკლედ საქართველოს სტრატეგიული განვითარების 10-პუნქტიანი გეგმის შესახებ. მომავალი კვირიდან დავიწყებთ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, დისკუსიებს. გთხოვთ ყველას, წარმოადგინეთ თქვენი შენიშვნები, თქვენი იდეები. ჩვენ გავითვალისწინებთ, რადგან ეს დოკუმენტი ყოველ 6 თვეში ერთხელ განახლდება," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური