საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 8დეკემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 8დეკემბრის მთავრობის სხდომა2011 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 77 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამათლების და ჯანდაცვის სფეროებზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. ჯანდაცვა და განათლება 10 პუნქტიანი გეგმის ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ ამ ორი მიმართულებით ძალიან ბევრ რეფორმას შევთავაზებდით საზოგადოებას, ამის შედეგები სახეზეა.

საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროში განსხვავებული ხედვა შევთავაზეთ. სახელმწიფომ და სადაზღვევო სექტორმა ერთად იმუშავეს. კერძოსექტორმა და სადაზღვევო სექტორბა ახალი საავადმყოფოები და კლინიკები ააშენეს, სახელმწიფომ ამაში გარკვეული წვლილი შეიტანა. შედეგად მივიღეთ ის, რომ მომავალი წლის ბოლომდე საქართველოში 150 ახალი საავადმყოფო გვექნება.

40-ზე მეტი საავადმყოფო უკვე გახსნილია. დეკემბრის თვის განმავლობაში 30 ახალ საავადმყოფოს და კლინიკას ვხსნით ძირითადად რაიონულ ცენტრებში, თუმცა თბილისშიც თვის ბოლოსთვის 3-4 კლინიკა გაიხსნება. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება იგრძნობს ამ რეფორმების შედეგებს მომავალი წლიდან.

საზოგადოებას განათლებაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევთავაზეთ. სკოლის დონეზე გვქონდა გარკვეული ცვლილებები, რეფორმები: მასწავლებლების წახალისების მიზნით, სერტიფიცირების მიმართულებით, სკოლის დირექტორების წახალისების მიზნით. უმაღლეს სასწავლებლებშიც განვახორციელეთ გარკვეული ცვლილებები.

მინდა შემოგთავაზოთ რეფორმა განკუთვინი მათთვის, ვინც არააკრედიტირებულ უნივერსიტეტებში სწავლობს. დარჩა 30-35 სასწავლებელი, რომელიც არ აკმაყოფილებს განათლების სამინისტროს მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ სასწავლებლებში სწავლების ხარისხი დაბალია. იმ რამოდენიმე ათასი ახალგაზრდის პრობლემა, რომლებიც ამ სასწავლებლებში სწავლობენ იმაში მდგომარეობს, რომ მათ მიერ აღებული დიპლომები არ იქნება აღიარებული არც საქართველოში და არც საერთაშორის საგანმანათლებლო საზოგადოების მიერ.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ცვლილებით, ამ ახალგაზრდებს სწავლა გაუმარტივდებათ. შევეცდებით, რომ ისინი შემოვიდნენ აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში, სადაც მაღალია სწავლის დონე."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური