საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 21 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 21 დეკემბრის მთავრობის სხდომა2011 წლის 21 დეკემბერს, ქ.ქუთაისის მთავრობის სახლში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 67 საკითხი იყო შეტანილი.

2011 წლის 21 დეკემბერს ქ.ქუთაისში, საქართველოს მთავრობის ახალ სახლში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 67 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2012 წელს იმერეთისთვის გათვალისწინებულ ხარჯებზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:2011 წლის 21 დეკემბრის მთავრობის სხდომა

"მოგესალმებით. ქუთაისის ახალ მთავრობის სახლში მეორე მთავრობის სხდომას ვატარებთ. ამ ტრადიციას გავაგრძელებთ და ამ შენობაში თვეში ერთხელ ჩავატარებთ ასეთი ტიპის შეხვედრებს.

დღეს განვიხილავთ იმერეთის რეგიონის პროექტებს. წელი მთავრდება, მომავალი წელი იწყება. შესაფასებელია, თუ რა გაკეთდა გასული წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონში და რას ვაპირებთ მომავალ წელს.

გარდა ამისა, მოგვიანებით გამგებლებთან, საკრებულოს წარმომადგენლებთან გვექნება შეხვედრა. შესაბამისად, რაიონულ ბიუჯეტებს, იმ პროექტებს, რომელიც შესასრულებელია 2012 წელს ქუთაისში და, საერთოდ, იმერეთის რეგიონში დეტალებში გავივლით.

ჯამური ციფრების მიხედვით, მომავალ წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია 466 მლნ ლარი, რომელიც იმერეთის რეგიონში დაიხარჯება. ეს არ არის მცირე თანხა. განსაკუთრებით გამოსაყოფია 90-91 მლნ ლარი, რომელიც მოხმარდება ზესტაფონი-სამტრედიის გზის მაგისტრალზე, აქ ასევე გათვალისწინებულია დაახლოებით 50 მლნ ლარი გაზის მილსადენზე, რომელიც დაიხარჯება ქუთაისი-სენაკის მიმართულებით. ეს თანხები მოხმარდება ჯამში მთელი საქართველოს პროექტებს, მაგრამ დაიხარჯება იმერეთის რეგიონში. შესაბამისად, დასაქმდებიან, ძირითადად, ადგილობრივი თანამშრომლები და ადგილობრივი მუშა-ხელი.

466 მლნ ლარში ასევე შედის წყალ-კანალიზაციის პროექტები, რომლებიც შესრულდება მომავალ წელს. ძირითადი აქცენტი ქუთაისზე იქნება აღებული. ქუთაისის წყლის მომარაგებაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა.. გათვალისწინებულია საკმაოდ დიდი თანხები გაზიფიცირებაზე და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზე. ამ პროექტებს კერძო კომპანიები შეასრულებენ. მომავალ წელს იმერეთის რეგიონში 25 ათას აბონენტზე იქნება ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული, დამატებით 10 ათასამდე აბონენტი იქნება გაზიფიცირებული. ეს ციფრები შევათანხმეთ კერძო კომპანიებთან: ენერგო-პროსთან, სოკართან და ისინი განახორციელებენ ამ პროექტებს...

დღეს განვიხილავთ ორი სამინისტროს მომავალი წლის გეგმებს. მოგვიანებით პრესისთვის და საზოგადოებისთვის დამატებითი პრეზენტაციების ჩატარებას ვთხოვ, რათა ყველამ კარგად იცოდეს რა გაკეთდა 2011 წელს, რა პრობლემები გვქონდა, რა ვერ გადავწყვიიტეთ და რა მიზნები გვაქვს 2012 წლისთვის."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური