საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში

2011 წლის 16-20 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით აბუ დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრი, შეიხ მოჰამედ ბინ ალ მაკტუმი

17 იანვარს აბუ დაბიში სუფთა ენერგიის მიღების გზებისადმი მიძღვნილი მე-4 საერთშორისო სამიტი „მომავლის ენერგია" გაიმართა, რომელიც ოფიციალურად გაეროს გენერალუმა მდივანმა ბ.მუნმა გახსნა. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

„აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს ჰიდრო-პოტენციალზე. დღეს ელექტროენერგიის ექსპორტს ვაკეთებთ ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში: რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. არის უზარმაზარი პოტენციალი, რომ უფრო მეტი ინვესტიციები იქნეს მოზიდული ამ ქვეყნებიდან," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

სამიტზე სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები: ისლანდიის პრეზიდენტი ოლაფურ რაგნარ გრიმსონი, ნიგერიის პრეზიდენტი გუდლაქ ებელე ჯონათანი, სენეგალის პრეზიდენტი აბდულაი უადე, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ჟოზე სოცრატეს ცარვალიო, პაკისტანის პრეზიდენტი აზიფ ალი ზარდარი, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა, შვედეთის პრინცესა ვიქტორია და ლუქსემბურგის პრინცი გილიომი.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი–მუნი

აბუ დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს პირისპირ შეხვდა. შეხვედრის თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ადამიანის უფლებები იყო.

„მთავარი საკითხი იყო შექმნილი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე _ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე განვიხილეთ, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ ამ პროცესისთვის და საქართველო_რუსეთის ურთიერთობებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გაეროს მხარდაჭერა საქართველოსადმი. ბოლო ყველა შეხვედრაზე და ბოლო ყველა ოფიციალურ სამიტზე იყო გამოთქმული გაეროს მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერა და საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და უმაღლესი განათლების მინისტრი, შეიხი ნაიან ბინ მუბარაკ ალ ნაიანისაქართველოს ტერიტორიეული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... ის დადგენილება, რომელიც იქნა მიღებული შემოდგომაზე გაეროს მიერ, ლტოლვილების მიმართ, ესაც ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილებაა, რომელსაც მხარი დაუჭირა ბან კი-მუნმა, თვითონ გენერალურმა მდივანმა და შესაბამისად, ეს მხარდაჭერა, აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიი," - განაცხადა საქართველოს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და არაბეთის გერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხ აბდულა ბინ სულთან ალ ნაიანიპრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროების პრემიერ-მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ ალ მაკტუმს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ სულთან ალ ნაიანს და უმაღლესი განათლების მინისტრს, შეიხს ნაიან ბინ მუბარაკ ალ ნაიანს.

 

 

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური