საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ვიზიტები

პრემიერ–მინისტრის ვიზიტი სომხეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგისიანი  2011 წლის 16 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგისიანს და პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარკისიანს შეხვდა.

სომხეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. „საკითხები შეეხებოდა საზღვრის ერთობლივ მართვას, ახალ საგადასახადო კოდექსს საქართველოში. (ახალ საგადასახადო კოდექსს) შედეგი აქვს ტრანზიტორ ქვეყნებისთვის, როგორიც არის სომხეთი. განვიხილეთ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის მომავალში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და სომხეთის პრემიერ–მინისტრი ტიგრან სარკისიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარკისიანი:

"ძალიან საინტერესო იყო ორივე მხარისთვის გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხში, როგორიც არის ინფლაციური პროცესები. დღევანდელ სიტუაციაში ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოსთვის ან მხოლოდ სომხეთისთვის დამახასიათებელი. ეს არის რეგიონალური და გლობალური მოვლენა, " - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსხური