საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იტალიაში

შეხვედრა მრეწველთა კავშრში – ბიზნეს ფორუმი2011 წლის 17-19 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა.პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იტალიაში

პრემიერ-მინისტრი იტალიის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯანფრანკო ფინის შეხვდა. აგრეთვე ინდუსტრიის კავშირში გამართულ ბიზნეს ფორუმზე იტალიელ ბიზნესმენებს საქართველოს ბიზნეს გარემო გააცნო.

"იტალიური ბიზნესის წინაშე საქართველოს ეკონომიკის პრეზენტაცია გაკეთდა და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, იტალიელ ბიზნესმენებს საქართველოში ჩამოსვლის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ჯანფრანკო ფინისთანშეხვედრა იტალიის ვიცე პრემიერ–მინისტრთან ჯანი ლეტასთანსურვილი გაუჩნდათ, უნდათ გამოცადონ, სხვადასხვა დარგში გააკეთონ ინვესტიციები. აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე კომპანია უკვე ჩამოდის და უკვე აწერენ კონტრაქტებს ხელს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის პროექტებზეც. ვნახოთ, რა შედეგი იქნება. იმედი მაქვს, რომ საკმაოდ დიდი ინტერესი იქნება მომავალში იტალიური ბიზნესისგან და იტალიური კერძო სექტორისგან საქართველოში საინვესტიციო გარემოს გამოსაკვლევად," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

SACE-ს (Italian export credit insurance and financial services Group) პრეზიდენტთან ჯოვანი კასტელანეტასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი. გვქონდა შეხვედრა საჩეს პრეზიდენტთან. საჩე არის საინვესტიციო ინსტიტუტი, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს განახორციელებინოს ინვესტიციები იტალიურ შეხვედრა მრეწველთა კავშირის თვმჯდომარესთან აურელიო რეგინასთანკომპანიებს".შეხვედრა ეკონომიკური განვითარების მინისტრთან პაოლო რომანისთან

აგრეთვე ნიკა გილაური ვიცე პრემიერ-მინისტრს ჯანი ლეტასა და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრს პაოლო რომანისა შეხვდა.

 

 

 

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური