საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში2011 წლის 13-16 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გერმანიის განვითრებისა და ეკონომიკური თნამშრომლობის მინისტრის დირკ ნიბელის (Dirk Niebel) შეხვდა. მხარეებმა საქართველო-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„გერმანია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსათვის. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ევროკავშირში და ნატოში. ამიტომ, ეს პარტნიორობა უნდა გაიზარდოს. ჩემი ვიზიტი ამას ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ელიტას ინფორმაცია მოვაწოდოთ საქართველოს რეფორმების, დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკის შესახებ," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

ნიკა გილაური დაესწრო ბერლინში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციას და გერმანელ ბიზნესმენებს შეხვდა.

აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი კორბერის ფონდში სიტყვით გამოვიდა და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, უსაფრთხოების საკითხებზე და ბიზნეს გარემოზე ისაუბრა.

ნიკა გილაური გერმანული ბიზნესის წარმომადგენელთა სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორს მარტინ ვანსლებენს (Martin Wansleben) შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო პროგრამები, ისაუბრეს გერმანული კომპანიების მიერ საქართველოში ჰიდროენერგო პროექტებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ.

აგრეთვე პრემიერ-მინისტრი გერმანიის ვიცე-კანცლერს ფილიპ როსლერს (Philipp Rosler) შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა და საქართველოში გატარებული რეფორმები.

ნიკა გილაური რაიხსტაგში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ეკონომიკური საბჭოს მიერ გამართულ პოლიტიკურ საუზმეს დაესწრო, რომელზეც 2003-2011 წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ტურიზმის შესახებ ისაუბრა.

„საქართველოში ინვესტირებისთვის, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ჩასადებად ახლა საუკეთესო დროა. ამას რამდენიმე ახსნა აქვს. პირველი მაკროეკონომიკური პოლიტიკაა. ქართულ ეკონომიკაში ყველა მონაცემი ჯანსაღია. ჩვენ საბანკო სექტორს მაღალი სადეპოზიტო განაკვეთი ახასიათებს, გვაქვს რეზერვი. განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. მივიღეთ თავისუფლების აქტი. ჩვენ არ შეგვიძლია გვოქნდეს სამ პროცენტზე მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი. დანახარჯები არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ხოლო მთლიანი ვალი 60%-ს. გარდა ამისა, თუ მთავრობას სურს ახალი გადასახადების შემოღება, ხალხს უნდა კითხოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაწესდეს ახალი გადასახადი. მსოფლიო ბანკის მონაცამებეით ვართ N1 ქვეყანა მსოფლიოში. ბისაქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაშიზნესის კეთების მხრივ მეექვსე ადგილი დავიკავეთ. ჩვენი უდიდესი გამოწვევა კორუფციის დამარცხება იყო და წარმატებები ყველას გვეამაყება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწია ტურიზმის სფეროში, გასულ წელთან შედარებით წელს 41%-იანი ზრდა გვქონდა. საქართველოში არის პატარა ქალაქი ბათუმი, რომელშიც ყოველ ზაფხულს ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩადის," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ჰანს-პეტერ ფრედრიჰს შეხვდა. მხარეებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისათვის გადაადგილების გამარტივებაზე ისაუბრეს. ნიკა გილაურმა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში გატარებული რეფორმები გააცნო.

„როდესაც ვფიქრობ საქართველო გერმანიის ურთიერთობებზე, მიმაჩნია, რომ გერმანია უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაუჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რადგანაც ეს არის ქვეყანა, რომელსაც გამოვლილი აქვს ისეთივე პერიოდი, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. 20 წლის წინ გერმანია ორად იყო გაყოფილი. რუსეთს კი ამჟამად საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ისეთი მდგომაროებაა შექმნილი, რომ ერთი ოჯახის წევრებსაც არ შეუძლიათ წლების განმავლობაში ერთმანეთის ნახვა. მაშინ მთელი მსოფლიო გერმანიის გვერდით დადგა და ქვეყანაც გაერთიანდა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ნიკა გილაური გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების ცენტრში (German Council on Foreign Relations (DGAP) სიტყვით გამოვიდა. მსოფლიოში ცნობილ კვლევით ინსტიტუტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ახალ გამოწვევებზე, უსაფრთხოებაზე, საგარეო და საშინაო პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. თავის სიტყვაში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო 2003 წლიდან რეგიონში სამაგალითო რეფორმატორ ქვეყნად იქცა, რომლის გამოცდილებასაც სხვა სახელმწიფოებიც ეცნობიან და იზიარებენ. საქართველოს უფრო დიდი წარმატებისთვის კი ნიკა გილაურმა გერმანიის მხრიდან საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა და 2 ქვეყანას შორის ისტორიული პარალელები გაავლო.

აგრეთვე პრემიერ-მინისტრი გემრანიაში, ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური კორპორაციის, კომერც ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, „საბერძნეთისა და იტალიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო ეკონომიკაში რთული ვითარებაა."
„საქარტველოში ინვესტირებისთვის ეხლა საუკეთესო დროა. საქართელოს ეკონომიკა სტაბილური და განვითარებადია. მის სტიმულირებას ქვეყანაში გატარებული რეფორმები ახდენს. საქართველო ბიზნესის კეთების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. საქართველო რეგიონალური კვანძი გახდა. ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ენერგო და საბანკო სექტორი სწრაფად ვითარდება, მიუხედავად ამისა გასაკაეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. უფრო მეტი განვითრება და პროგრესი გვჭირდება, მაგრამ ბიზნესის კეთებისთვის საქართველო საუკეთესო ადგილია," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური