საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №14

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის 2 მარტის N57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის 2 მარტის N57 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ალექსანდრე კვიტაშვილი და მის ნაცვლად კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს ანდრია ურუშაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე.

ნიკა გილაური