საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №67

გ. ცხაკაიას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, იმავდროულად საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

გათავისუფლდეს გიორგი ცხაკაია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, იმავდროულად საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

 

ნიკა გილაური