საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №90

კ. გოგიბერიძის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად დანიშვნის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დაინიშნოს კობა გოგიბერიძე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად და გათავისუფლდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან.

ნიკა გილაური