საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №98

კ. ბაინდურაშვილისა და პ. პეტრიაშვილის საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ _ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ,,სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი.

ნიკა გილაური