საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დავოსში

2012 წლის 25 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში, დავოსში იმყოფებოდა, სადაც 25-29 იანვარს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.


25 იანვარს გამართულ საქართველოს პრეზენტაციაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გამოვიდა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, როგორ გადაიქცა საქართველო კორუმპირებული ქვეყნიდან ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნეს-კლიმატის მქონე ქვეყნად.

ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ „დავოსში მთელი მსოფლიოს პოლიტიკური და ბიზნეს ელიტაა შეკრებილი. 50 ათასამდე ადამიანია ჩამოსული. უდიდესი ინტერესია რამდენიმე მიმართულებით. ერთერთი მიმართულება არის საქართველო. ინტერესი არის ძირითადად კერძო სექტორისგან ინვესტიციების მიმართულებით. თუ სად, რამდენი ინვესტიცია შეიძლბა მოიზიდოს საქართველომ დღეს ამ მდგომარეობაში. ძალიან მარტივად დასადასტურებელია თუ რატომ შეიძლება ჩაიდოს ინვესტიციები საქართველოში..."„

2012 წელი ყველასათვის ძალიან რთული პერიოდია. აშშ-ს და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი მოსალოდნელზე დაბალია. არავინ იცის, თუ როგორ განვითრდება მომავალი 12 თვე, მაგრამ ამავდროულად ეს საუკეთესო დროა საქართველოში ინვესტიციებისთვის. ჩვენ გვქონდა 6.8%-იანი ზრდა გასულ წელს. ჩვენი მონაცემებით სამომავლოდ ზრდა 5%-დან 6%-მდე უნდა გვქონდეს. წელს ბიუჯეტში 5.5%-იან ზრდას ვდებთ. იმედია ციფრი გაცილებით უფრო დიდი იქნება. გასულ წელს, როდესაც მთელი მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემების ვარდნას განიცდიდა, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაფიქსრიდა 5-დან 6,5%-მდე. მაშინ, როდესაც შარშან და წელს Standard&Poor's-მა, Fitch-თან ერთად, საკრედიტო რეიტინგები შეუმცირა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, ჩვენ ერთადერთი ვიყავით, რომელმაც საპირისპირო მაჩვენებლები დააფიქსირა. მაკროპარამეტრებით, რაშიც ვგულისხმობ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ინფლაციის დონესა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, ჩვენ მსოფლიოში ყველაზე გამოკვეთილი ქვეყანა ვართ...

...საერთაშორისო გამჭვირვალობის ბოლო მონაცემებით სიაში მე-16 ადგილზე ვართ. ჩვენი ამოცანაა პირველ ათეულში მოხვედრა. ჩვენ ერთადერთი განვითარებადი ქვეყანა ვართ, რომელიც კორუფციის დამარცხების, ბიზნესის კეთების სიმარტივის, საზღვრების მარტივად გადაკვეთის, საბაჟო პროცედურებისა და კარგი შრომის კოდექსის მიხედვით ოცეულში მოხვდა. ეს პირველი შემთხვევაა ამ კვლევის არსებობის ისტორიაში. პირველ ადგილზეა სინგაპური, შემდეგ ჰონ-კონგი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ა.შ.," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციის დროს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ენერგეტიკის ევროკომისარ სგიუნტერ ოტინგერს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

"დღეს დავოსში საქართველოსადმი ძალიან დიდი ყურადღება იგრძნობა. ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი მიზეზია, რომ 4-5 წელიწადია, საქართველო დავოსში არ ყოფილა წარმოდგენილი. 2005 წლის შემდეგ პირველი წელია, როდესაც საქართველო წარსდგა დავოსში და მეორე, ეს არის რეფორმები, რომლებიც საქართველოში გატარდა ბოლო წლების განმავლობაში, კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები, სხვდასხვა მიმართულებით რეფორმები, როგორც ენერგეტიკაში, ასევე სამართალდამცავ ორგანოებში რეფორმები. ეს რეფორმები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, ისევე, როგორც განვითარებული ქვეყნებისთვის. ნებისმიერი ასეთი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა საქართველოში დამატებითი ინვესტორები, დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ, დამატებითი სამუშაო ადგილები შევქმნათ.

შევხვდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ევროკავშირის კომისიონერს ენერგეტიკის საკითხებშიში, ბატონ ოტინგერს. კიდევ ერთხელ დამატებით ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განვიხილეთ -"აგრის" პროექტი, ანუ აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის გაზის ტრანზიტის პროექტი, რომელიც გულისხმობს გაზის ტრანზიტს შავ ზღვაზე. მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირის ძალიან დიდი დაინტერესება ამ პროექტისადმი და უახლოეს თვეებში დამატებით შეხვედრას, დამატებით კონფერენციას საქართველოში, სადაც მოწვეული იქნება აბსოლუტურად ყველა მონაწილე - აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი, შესაძლოა, უკრაინა, ევროკავშირი და, შესაძლოა, შუა აზიის ქვეყნები," - განაცხადა ნიკა გილაურმა შეხვედრების შემდეგ.

აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ს კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდა, მონაწილოება მიიღო კონგრეს-ცენტრში გამართულ ინტერაქტიულ სესიაში - „კორუფცია და გამჭვირვალობა" და მრგავლი მაგიდის გარშემო გამართულ დისკუსიაში თემაზე „GAC-ის როლი გადაწყვეტილებათა გლობალურ მიღებაში" და სამუშაო სადილში „Moving into 2012".

პრემიერ-მინისტრის თქმით „დავოსში ერთერთი მთავარი თემა უმუშევრობა იყო, რომელიც მსოფლიოსთვის 2012 წლის მთავარ პრობლემად გამოცხადდა. მეორე თემა კი კორიფციასთან ბრძოლა."

„ამასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სადაც განვიხილეთ, როგორ შეიძლება კორუფციასთან ბრძოლა, რა მეთოდები არსებობს და რა წარმატებების მიღწევა არის შესაძლებელი.

საქართველოს მაგალითი მსოფლიოსთვის ითვლება ერთერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად და არა მარტო პოსტ-საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
ბოლო წლების განმავლობაში გატარებული ქართული რეფორმების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, როგორ შეიძლება მათი ადაფტაცია და გამეორება სხვა ქვეყნებში. საქართველო იყო მთავარი თემა ამ რეფორმების გამო," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური