პრემიერ–მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

2012 წლის 15-17 თებერვალს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფებოდა.

ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიკტორ ორბანს (Viktor Orban) შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები უნგრეთის პრეზიდენტთან პოლ შმიტთან (Pal Schmitt), პარლამენტის სპიკერთან ლაცლო კოვერთან (Laszlo Kover) და უნგრეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა შეხვედრების შემდეგ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გავუსვამდი ხაზსს. პირველი, უნგრეთის მხრიდან ნატოში საქართელოს მხარდაჭერა. ეს არის კიდევ ერთი ხმა ნატოს წევრებს შორის. აბსოლუტურად ყველა დონეზე გამოითქვა სრული მხარდაჭერა როგორც პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან.

ვიზიტის მეორე და მნიშვნელოვანი ნაწილია ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც ქართველ და უნგრელ ბიზნესმენებს უფრო ეფექტური თნამშრომლობის საშუალებას მისცემს. უნგრეთიდან ინვესტიციები ცოტაა, ამის მიზეზი ასეთი ხელშეკრულების უქონლობა იყო. ვვარაუდობთ, რომ ხელმოწერის შემდეგ უნგრეთის მხრიდან საქართელოში საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვნახავთ.

მესამე, საკმაოდ საინტერესო თემა იყო პროექტი აგრი - აზერბაიჯანული გაზის ტრანსფერი და მიწოდეა ევროპისთვის. უნგრეთი არის პროექტის ერთერთი მონაწილე და ერთერთი ყველაზე დაინტერესებული ქვეყანა. და ბოლოს, ბიზნესმენებთნ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში გატარებულ რეფორმებზე. დღეს უდიდესი პრობლემაა, რომ კერძო სექტორს გატარებული რეფორმების და საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური