საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 11-14 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. როგორც ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსანდრე პეტრიაშვილი ესწრებოდნენ. მხარეებმა ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადება გააკეთეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება, რადგან საქართველოს გზა არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.

14 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს. მარტინ შულცმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-რუსული ურთიერთობების თემას. შულცის განცხადებით, მისასალმებელია საქართველოს ახალი მთავრობის სურვილი, იქონიოს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, რასაც მარტინ შულცის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. ქართულმა მხარემ აქვე მიუთითა, რომ ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს რუსეთისგან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულციშეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურებს და აღინიშნა, რომ ვილნიუსის სამიტამდე უნდა მოხერხდეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

აგრეთვე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტთან. მარტინ შულცმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენისტუმრობისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-რუსული ურთიერთობების თემას. შულცის განცხადებით, მისასალმებელია საქართველოს ახალი მთავრობის სურვილი, იქონიოს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, რასაც მარტინ შულცის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. ქართულმა მხარემ აქვე მიუთითა, რომ ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს რუსეთისგან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეშეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურებს და აღინიშნა, რომ ვილნიუსის სამიტამდე უნდა მოხერხდეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა ივო დაალდერისმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ახალი მთავრობის ყველა ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეკიდება.
"ორივე მხრიდან გამოვხატეთ მწუხარება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში განვითარდა. მხედველობაში მაქვს დაპატიმრებები. მე შევთავაზე გენერალურ მდივანს, ნებისმიერი ფორმით მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და გასაგები. ჩვენდა სასიამოვნოდ, ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა, ეს არ ჩათვალა საჭიროდ და აღნიშნა, რომ ყველა ჩვენს ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეპყრობა. ასეთი იყო მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენითავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ერთგულ და ახლო პარტნიორად ნატოსთვის.
„თქვენ უკანასკნელ პერიოდში გააორმაგეთ თქვენი წვლილი ავღანეთში და უკვე შეუერთდით ნატო-ს მიერ დაგეგმილ მომდევნო, საკონსულტაციო მისიას ავღანეთში, რაც 2014 წლის შემდეგ ავღანული ჯარების გაწვრთნაზეა ორიენტირებული. თქვენ გაქვთ მისწრაფება, შეუერთდეთ ჩვენს ალიანსს. პრემიერ-მინისტრო, მივესალმებით თქვენს განცხადებას, რომ თქვენი მთავრობა ასევე მოწადინებულია, რათა ეს მოხდეს და გარწმუნებთ, რომ ნატოსაც სურს, ახლო ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან. ჩვენი კავშირები მტკიცეა, ჩვენი დიალოგები კი უმაღლესი რანგისაა", - განაცხადა რასმუსენმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური