საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №1563

ნ. ხადურის საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე, დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013 2016 წლებისათვის" და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე


საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 39 ე მუხლის მე 5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე, დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013 2016 წლებისათვის" და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

ბიძინა ივანიშვილი