საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №1602

წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე „ლონდა თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" 2012 წლის 16 ოქტომბერს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 3 750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

ბიძინა ივანიშვილი