საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 18 იანვრის მთავრობის სხდომა

2012 წლის 18 იანვრის მთავრობის სხდომა 2012 წლის 18 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 89 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2011 წლის ეკონომიკურ შედეგებზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესამლებით. მთავრობის სხდომის დაწყებამდე გასული წლის ეკონომიკური შედეგების შესახებ ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. სტატისტიკის დეპარტამენტი 2011 წლის შედეგების შეჯამებას აგრძელებს, საბოლოოო ცოფრები რამოდენიმე კვირაში იქნება.

წინასწარი მონაცემები საკმაოდ კარგი და პოზიტიურია. დეკემბერი კარგი ეკონომიკური აქტივობით გამოირჩეოდა, წინასწარი მონაცემით 2011 წლის ეკონომიკური ზრდა საქართველოში იყო 6,8% (+/-0,1%) და არა 6,5%-ი.

ასევე კარგი მონაცემები გვაქვს ექსპორტის ზრდის მაჩვენებლებში. გასულ წელს ექსპორტი 39%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2 წელი ზედიზედ ექსპორტი იზრდება 39%-ით. 2010 წელს იყო ზუსტად ასეთივე ზრდა ექსპორტის მიმართულებით.

გამოვყოფდი რამოდენიმე პროდუქტს, რომელიც ზრდის მაჩვენებელს შეადგენს. გაორმაგებულია ავტომობილების, სასუქის და თხილის ექსპორტი საქართველოდან. ეს არის ექსპორტის ზრდის მთავარი შემადგენელი ნაწილები.

იმპორტს რაც შეეხება, 2010 წელს 17%-ი იყო, ხოლო 2011 -ში - 36%-ი. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია სამშენებლო მასალების და კომპიუტერების იმპორტი. ეს ორი მთავარი მაჩვენებელია, რომელიც იმპორტს შეადგენდა 2011 წლის განმავლობაში. დამაიმედებელია, რადგანაც საშენი მასალების იმპორტის ზრდა სამშენებლო სექტორის გამნოსწორებაზე და აქტიურობის გაჯანსაღებაზე მეტყველებს."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური