საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 24 იანვრის მთავრობის სხდომა

2012 წლის 24 იანვრის მთავრობის სხდომა 2012 წლის 24 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 46 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გადამზადების პროგრამის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:2012 წლის 24 იანვრის მთავრობის სხდომა

„მოგესალმებით. ქუთაისის მთავრობის სახლში მესამე მთავრობის სხდომას ვატარებთ. დღეიდან გასვლით მთავრობის სხდომებს დავიწყებთ. კანცელარიის უფროსს ვავალებ, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა რეგიონი. ჩავიდეთ აბსოლუტურად ყველა რეგიონში რეგიონში რა პრობლემებია, რა არის გასაკეთებელი ამ წლის განმავლობაში, რა გაკეთდა გასულ წელს, რა გეგმები გვაქვს, რა შეიძლება განხორციელდეს დამატებით ამა თუ იმ რეგიონში.

დღეს, ჩვენი განხილვის მთავარი თემა იმერეთი იქნება. ვისაუბრებთ რეფორმებზე, რომლებიც განათლების სფეროში მიმდინარეობს და წელსაც გავაგრძელებთ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გადამზადების კურსებს.

გადამზადების კურსები კონცენტრირებული იმერეთის რეგიონში იქნება: ზესტაფონში, სამტრედიაში, ჭიათურასა და ტყიბულში. იგულისხმება ცენტრები, სადაც მოხდება ინგლისურის და კომპიუტერის სწალება. ამ ცენტრებში მოვიწვევთ სხვადასხვა მსხვილი კერძო და სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც აუხსნიან მოსახლეობას, რომელი პროფესიის ადამიანებს ეძებენ. შევეცდებით მაქსიმალურად დავაკაშიროთ ერთმანეთთან ის ადამიანები, ვინც ეძებენ სამსახურს და კომპანიები, რომლებიც ეძებენ თანამშრომლებს. ცენტრები ფუნქციონირებას ზაფხულში დაიწყებენ, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის (გადამზადება) იქნება აბსოლუტურად უფასო.

ეს ერთერთი კარგი და ინოვაციური ნაბიჯია იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენ მთავარ მიზანის - უმუშევრობის შემცირებას და სამუშო ადგილების შექმნას."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური