საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 8 თებერვლის მთავრობის სხდომა

2012 წლის 8 თებერვალს ზუგდიდში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 45 საკითხი იყო შეტანილი. სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დიდთოვლობის გამო არსებული პრობლემებისა და მათ დასაძლევად განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ ისაუბრა.

"სამეგრელოში დიდთოვლობის გამო პრობლემებია საავტო¬მობილო მიმოსვლაში და ელექტროენერგიის მიწოდებაში, ბოლო დღეებში სიტუაცია გამოსწორებულია. მაგრამ ამინდი გაუარესებულია. მინდა, რომ მაქსიმალური მობილიზება გამოვაცხადოთ მუნიციპალურ სამსახურებში, ასევე მაქსიმალურად მობილიზებული იყოს საგზაო დეპარტამენტი, რადგან შემდეგი დღეების განმავლობაში დიდთოვ¬ლობა გაგრძელდება. უნდა გავაგრძელოთ სამუშაოები და მოკლე დროში აღმოვფხვრათ არსებული პრობლემები...
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ყველასათვის, რომ ამ დიდთოვლობის პირობებში იქნება გარკვეული პრობლემები, შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდებაში, საავტომობილო მიმოსვლაში. ასეთი ვითარება არა მარტო საქართველოშია, ასეა მთელს ევროპაში, ამერიკაში.

მთავარია ვიყოთ მობილიზებულები და ოპერატიულად აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას შეექმნა. ეს არის მთავარი. ყოველდღიური შეხვედრები უნდა გავაგრძელოთ, რომ ვიცოდეთ სად რა პრობლემებია გადასაჭრელი," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური