საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 14 თებერვლის მთავრობის სხდომა

2012 წლის 14 თებერვლის მთავრობის სხდომა2012 წლის 14 თებერვალს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 61 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. გამოიდარა, თუმცა სინოპტიკოსების ინფორმაციით 2-3 დღეში ისევ დიდთოვლობა და ნალექია მოსალოდნელი. შესაბამისად, ჩვენი ოპერატიული სამუშაოები უნდა გაგრძელდეს როგორც საგზაო დეპარტამენტში, ასევე ენერგეტიკის სამინისტროში....

დიდთოვლობამ გვაჩვენა, რომ ტექნიკის მეტი რაოდენობა იქნებოდა უფრო ეფექტური. საგზაო დეპარტამენტმა 24 საათიან რეჟიმში იმუშავა და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ მათ შეუძლებელი შეძლეს.

ბოლო 2-მა კვირამ გვაჩვენა, რომ ყველაზე პრობლემური კობი-გუდაური და სამცხე-ჯავახეთის გზებია. შესაბამისად, ამ ორ მიმართულებაზე გვინდა ტექნიკის გაძლიერება. გეგმა შემუშავებული გვაქვს, თუ რა დამატებითი ტექნიკა არის შესაძენი, რომ მომავალ ზამთარს არცერთი ასეთი პრობლემა არ შეიქმნას და უფრო ოპერატიულად იქნას გადაწყვეტილი შესაბამისი პრობლემები.....

რაც შეეხება ელექტროენერგიას. ენერგეტიკის სამინისტროშიც და ენერგეტიკულ კომპანიებს ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ საკმაოდ რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა. რამოდენიმე ანძა წაქცეული იყო. ძალიან მოკლე პერიოდში ხდებოდა ამ პრობლემების მოგვარება და ანძების აღდგენა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავა.

ზამთარი ჯერ დასრულებული არ არის, 2-3 დღეში სავარაუდოდ დიდთოვლობაა ისევ მოსალოდნელი. შესაბამისად, იგივე სამსახურებს კვლავ 24-საათიან რეჟიმში მოუწევთ მუშაობა."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური