საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 14 მაისის მთავრობის სხდომა

2012 წლის 14 მაისის მთავრობის სხდომა 2012 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 41 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სტიქიურ მოვლენებზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად გვექნება იმ ზარალის განხილვა, რომელიც სტიქიამ რეგიონებს მიაყენა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებს - კახეთს, მცხეთა-მთიანეთს. გვაქვს ზუსტი აღწერილობა იმისა, თუ რომელ რაიონში, რომელ რეგიონში რა პრობლემებია. დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას შესაბამისი თანხების გამოყოფაზე. რამაზს ვთხოვ, რომ მთავრობის სხდომის მსვლელობისას ან მერე საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, თუ რა თანხა იქნება ზუსტად გამოყოფილი რომელ რეგიონებზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში აღდგეს სრულიად საგზაო მიმოსვლა. ხიდებზეც არის გარკვეული შეფერხებები და ადგილობრივ გზებზეც და შესაბამისად, ამ სარებილიტაციო სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დავასრულებთ.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის 17-წლიან ნაკრებს. ამ ბიჭებმა არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენეს. აბსოლუტურად ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც ფეხბურთელებს, ასევე ნაკრების მწვრთნელებს, ფეხბურთის ფედერაციას გაწეული სამუშაოსთვის. მარტივი (საქმე) არ არის ევროპის ჩემპიონატზე გახვიდე, ნახევარფინალური თამაში ითამაშო, თან 10 კაცით ჰოლანდიის წინააღმდეგ თითქმის 78 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვა. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ამ ეტაპზე ჩამოიტოვა ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, უკრაინა. ეს ის გუნდებია, რომლებიც ევროპის ფეხბურთის მომავალია. ჩვენ ნაკრებს დიდი წარმატება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ არ აქვს წაგებული გუნდის მენტალიტეტი, პირიქით, გამარჯვბული გუნდის მენტალიტეტი აქვს, გამარჯვებული გუნდის პსიქოლოგია აქვს და ეს აუცილებლად მომავალში გამოადგება ჩვენს ფეხბურთს.
ამ ტურნირმა გვაჩენა, რომ ახალგაზრული ფეხბურთის დაფინანსების ფორმულამ გაამართლა. ის შევიმუშავეთ 3-4 წლის წინ, განსვავებულია და სხვა ქვეყნებში არ გამოიყენება - კლუბების დონეზე კი არ არის ჩვენთან ბავშვთა ფეხბურთის დაფინანსება, არამედ ეროვნული ნაკრების დონეზე ვაფინანსებთ და ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მივიღეთ. გვყავს 13-წლიანი ნაკრები, 15-წლიანი ნაკრები, 17-წლიანი და 19-წლიანი ნაკრები. ყველას სათითაოდ დაფინანსების წყარო გააჩნია და ტურნირებში იღებენ მონაწილეობას. ფაქტია, რომ ასეთმა ფორმულამ გაამართლა და შედეგიც სახეზეა.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გაზის კორპორაციის მენეჯმენტს და ენერგეტიკის სამინისტროს. გასულ კვირას საკმაოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო ფორუმი იყო და გაზოს კორპორაციამ წარმატებული ტრანზაქცია განახორციელა, ევრობონდი გამოუშვა 50 მილიონი დოლარის ოდენობის, კუპონი დაფიქსირდა 6,8%-დან 6,9%-ს შორის, რაც არის ძალიან კარგი ფასი და მიუხედავად საკმაოდ რთული ბაზრის მდგომარეობისა, ეს ჩაითვალა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტრანზაქციად დღეს ფინანსურ ბაზრებზე.

ეს არის 5 წლიანი 250 მილიონ დოლარიანი ევრობონდი, რომელიც გამოუყო მსოფლიო ფინანსურმა საზოგადოებამ, ფონდებმა გაზის კორპორაციის სახელმწიფო გარანტიის გარეშე. ეს 5-წლიანი ევრობომდი განისაზღვრა 6,8%-ში, რაც არის ძალიან დაბალი პროცენტი. ამასთან მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს 10-წლიანი ეროვნული სუვერენული ევრობონდი დღეს ივაჭრება 5,4-5,5%-ში, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დღეისთვის საქართველოს დამატებითი ნახევარი მილიარდი ან მილიარდი დოლარი დასჭირდა, რაც რ გვჭირდება არანაირად, 10-წლიან თანხას მოვიზიდავთ 5,4-5,5%-ში, რაც არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური საზოგადოება ძალიან ენდობა საქართველოს მაკროეკონომიკურ მონაცემებს და შესაბამისად, ეს ძალიან მარტივი საფუძველია იმისა, რომ კიდევ უფრო დიდი ინვესტიციები შემოვა საქართველოში, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური