საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 18 ივნისის მთავრობის სხდომა

2012 წლის 18 ივნისის მთავრობის სხდომა2012 წლის 18 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 48 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ქვეყანაში მაკროეკონომიკური აქტივობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:


„მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრებს და საზოგადოებას მინდა ინფორმაცია მივაწოდო პირველი კვარტლის მაკროეკონომიკური აქტივობების შესახებ. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირველი შეჯამება უკვე გააკეთა მონაცემების, როგორც საგარეო ვაჭრობის, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ალბათ საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ბიზნესმენებისთვის საინტერესოა რაში მდგომარეობს ეს მონაცემები.

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, პირველი ხუთი თვის მონაცემებით, იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 19-20 %-ით. ექსპორტი გაზრდილია 12-13 %-ით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 21-22 %-ით, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი. ა/წ მაისში იყო ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექსპორტის თვალსაზრისით. ანუ ექსპორტი იზრდება ქვეყანაში უფრო ნაკლები ტემპით ვიდრე იზრდებოდა გასული წლის განმავლობაში, მაგრამ ზრდის ტემპი მაინც მაღალია.

რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს, ა/წ პირველი კვარტალი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვარტალი იყო ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. პირველ კვარტალში საქართველოში270 მლნ დოლარი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინცვესტიციების სახით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი იყო გერმანია. თუ გავაკეთებთ ანალიზს გეოგრაფიულ ჭრილში, ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ამ პერიოდში იყო გერმანია და სწორედ გერმანულმა კომპანიებმა გააკეთეს ინვესტიციები საქართველოში. თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არის 60-65 %-იანი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აღნიშნული ინვესტიციები ჩადებულია სამუშაო ადგილებში, რათა შემცირდეს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი, რაც ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა ამ წლისა და უახლოესი წლების განმავლობაში.

და ბოლოს მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესახებ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი ინტენსიურად მუშაობდა ბაზის გამოსწორებასთან დაკავშირებით. თუ დაუკვირვებადი ეკონომიკის ნაწილი იყო 20-22 %-ი, ახლა ეს მაჩვენებელი შემცირებულია და 13-14 %-ზეა ჩამოსული. შესაბამისად გაცილებით სწორი ინფორმაცია გაგვაჩნია ჩვენ ყოველდღიურ ეკონომიკურ ვითარებაზე საქართველოში. ჩვენი დღევანდელი მონაცემებით პირველ კვარტალს 6,8 %-იანი ზრდით დავასრულებთ, რაც ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩვენს რეგიონში და შეიძლება ითქვას მსოფლიოშიც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიო ეკონომიკა არც თუ კარგ მდგომარეობაშია და საკმაოდ ბევრ ქვეყანას აქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური