საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2012 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომა2012 წლის 19 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 22 საკითხი.

მთავრობის წევრებმა სრულად განიხილეს დღის წესრიგის საკითხები. არ დამტკიცდა მხოლოდ ერთი - "სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" და ღია სააქციო საზოგადოება ,,ინტერ რაო ეეს"-ს შორის ხელშეკრულების შესახებ." საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. მანვე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდთან ერთად, დაავალა შეისწავლოს აღნიშნული ხელშეკრულების მართებულება.

მთავრობის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღებით განიხილეს „კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში მყოფთა სოციალური დახმარების გაწევის ზოგიერთი ღონისძიების დამტკიცების პროექტზე" მსჯელობისას, რომელიც მხოლოდ შენიშვნების გათვლისწინებით იქნა დამტკიცებული.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური