საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

 

2012 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2012 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 35 საკითხი.

სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 
"მესამე მოსმენა წინ გვაქვს და, აქედან გამომდინარე, მომავალი წლის ბიუჯეტში შესაძლოა, პატარა ცვლილებები კიდევ შევიდეს, თუმცა შევთანხმდით, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტი იქნება ხარისხობრივად განსხვავებული. გაცილებით სხვა ტიპის ბიუჯეტი გვექნება და მოსახლეობას ვპირდები, რომ იქნება სულ სხვა ეკონომიკა",-აღნიშნა პრემიერმა. 

სხვა საკითხებთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა წელიწადნახევარში მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ იქნება იქ, სადაც ქვეყანას დასჭირდება.
 „ მე ვაჩვენე მაგალითი, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის დროს, რისი სურვილიც არ მქონდა, რომ ჩავდექი ჩემი ქვეყნის სამსახურში და ახლაც მაქვს განცდა, რომ ვალდებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ვემსახურო და მე ვიქნები ქვეყნის სამსახურში. სადაც უფრო საჭირო იქნება, იქ დავრჩები და არსად წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური