2012 წლის 7 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2012 წლის 7 დეკემბრის მთავრობის სხდომა2012 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 22 საკითხი.

განსახილველ საკითხთა შორის, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კანონპროექტში „უმაღლესი განათლების შესახებ" შესატანმა ცვლილებამ. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, 2012 წლის სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული სტუდენტებისთვის, განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა დაფინანსება. სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მედიასთან კიდევ უფრო ღია და გახსნილი ურთიერთობებისკენ მოუწოდა .

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური