საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

 

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი, კენეტ ვოლაკი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო. პრემიერ-მინისტრმა და მისიის წევრებმა განიხილეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელსაც ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ტონინო პიკულა ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო.

პრემიერ-მინისტრი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა