საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა

ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და იმ განსაკუთრებული როლისთვის, რომელსაც ევროსაბჭო რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით იჩენს. პრემიერ–მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხზე და თვითმმართველობების განვითარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და გამოითქვა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური