საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ებრაელთა მსოფლიო კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი ებრაელთა მსოფლიო კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ებრაელთა მსოფლიო კონგრესის დელეგაციის წევრებს - გაბრიელ მირილაშვილს და შაფთაი ცურს შეხვდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯამლეტ ხუხაშვილი. პრემიერ–მინისტრი ებრაელთა მსოფლიო კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდამხარეებმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

„ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა, მაგალითი იმისა, თუ როგორი მეგობრობა შეუძლია ორი ქვეყნის ერს, რამდენად დიდი ისტორია გვაქვს და რამდენად დიდია სურვილი, რომ ეს ისტორიული მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს" - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური