საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი შვედეთის, ბულგარეთის და პოლონეთის წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი შვედეთის ბულგარეთის და პოლონეთის წარმომადგენლებს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვს და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს იაცეკ მიხალოვსკს შეხვდა.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ალექსი პეტრიაშვილი, ასევე საქართველოს ელჩები შვედეთში, ბულგარეთსა და პოლონეთში. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემას.
პრემიერ-მინისტრი შვედეთის ბულგარეთის და პოლონეთის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პრიორიტეტი კვლავ ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილია ჭეშმარიტად დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური