საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი საინვესტიციო ჯგუფის J.P. Morgan–ის ბიზნესის მმართველს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი საინვესტიციო ჯგუფის J.P. Morgan–ის ბიზნესის მმართველს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის J.P. Morgan-ის ბიზნესის მმართველს რეგიონში, იან ტავროვსკის შეხვდა

"საქართველოს მთავრობა და პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა. ეს შეხვედრაც, ყველაზე ძლიერ საინვესტიციო ჯგუფთან, სწორედ ამას ემსახურება. ვისაუბრეთ სამომავლო პერსპექტივებზე. შევთანხმდით, რომ იანვრის ბოლოს J.P. Morgan-ის პრეზიდენტს დავოსში შევხვდები და სამომავლო ინვესტიციებს უფრო დეტალურად განვიხილავთ," - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ–მინისტრი საინვესტიციო ჯგუფის J.P. Morgan–ის ბიზნესის მმართველს შეხვდა

„ დიდი პატივია ჩემთვის, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც იყო ძალიან სასარგებლო და პერსპექტიული. განვიხილეთ სხვადასხვა სახის უცხოური ინვესტიციების პერსპექტივები. მოგეხსენებათ, J.P. Morgan-ს ამ მხრივ უდიდესი გამოცდილება აქვს და შეუძლია საქართველოს მთავრობას დაეხმაროს ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში," - განაცხადა J.P. Morgan-ის ბიზნესის მმართველმა რეგიონში იან ტავროვსკიმ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური