საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენციის პრეს-რელიზი ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრის 24 დეკემბრის პრესკონფერენციის პრეს-რელიზი

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენციაწინასაარჩევნო დაპირებების შესრულებლის დასაწყებად საქართველოს ახალმა მთავრობამ - არსებულისაბიუჯეტო პროექტის ძირითადი მიმართულებები შეცვალა. გარკვეული ხარჯების შემცირებისა და ოპტიმიზაციის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება.საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენცია
წინა მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი უმოკლეს ვადაში (ორ თვეში) გახდა სოციალურად ორიენტირებული.
დღეს ქვეყანას აქვს ახალი, სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.


2013 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი სფეროების დაფინანსება:

საპენსიო უზრუნველყოფა
1 აპრილიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია გაიზრდება 67 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიამდე და გახდება -125 ლარი;
1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია გაიზრდება 20%-ით, გაუტოლდება საარსებომინიმუმს და გახდება -150 ლარი;
ინვალიდობის პენსია70 ლარი, გაიზრდება - 42%-ით; გახდება -100 ლარი;
მარჩენალდაკარგულების პენსია 55 ლარი გაიზრდება 81%-ით; გახდება -100 ლარი;
პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარი გაიზრდება 81%-ით; გახდება - 100 ლარი;
საყოველთაოდაზღვევა
2013 წლის თებერვლიდან ყველა ის მოქალაქე,რომელიც ამ ეტაპზე არ სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით-მიიღებს მინიმალურ სადაზღვევო პაკეტს;
1 ივლისიდან საქართველოს ყველა მოქალაქე - მიიღებს საბაზისო სადაზღვევო პაკეტს;
საბაზისო სადაზღვევო პაკეტში შედის გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციების, გამოკვლევების, დიაგნოსტიკასა და სხვა მომსახურების დაზღვევა.




საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენციადაუბეგრავი მინიმუმისაქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენცია
2013 წლიდან მნიშვნელოვნი სიახლე იქნება საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება, კერძოდ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, შესაძლებლობა ექნებათ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 1 800 ლარზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დაიბრუნონ წლის დასრულების შემდგომ.
ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულიპირები
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარიდან გაიზარდა 92%-ით და გახდა - 48 მილიონილარი;
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების ასაშენებლადბიუჯეტიდან გამოყოფილია - 50 მილიონი ლარი.
2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2013 წლის ბიუჯეტში:
ჯანდაცვის ბიუჯეტი(პრაქტიკულად)-გაორმაგდა;
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი- გაიზარდა 61.8%-ით;
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ბიუჯეტი- გაიზარდა 39.5%-ით;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი - გაიზარდა 29.5%-ით;
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი- გაიზარდა 25.7%-ით;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი- გაიზარდა 11.8% -ით.
2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2013 წლის ბიუჯეტში შემცირდა:
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები;
მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები;
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხარჯები;
გუბერნატორების ხარჯები;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხარჯები;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხარჯები;
თავდაცვის სამინისტროს ხარჯები;
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯები;
სხვადასხვა კონცერტის გასამართი ხარჯები.



საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენცია2013 წლის ძირითადი რეფორმების პაკეტი
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო რეფორმებზე მუშაობა თითქმის ყველა სფეროში.
უკვე დაწყებულია მუშაობა და 2013 წელს იგეგმება:
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის რეფორმა;
შრომის კანონმდებლობის რეფორმა;

 

ფინანსთა სამინისტრო -ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება - რეფორმების მიმართულებები

საგადასახადო კოდექსის გამარტივება.
ჯარიმების შემცირება;საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენცია
ამ მიზნით:
ა) ფინანსთა სამინისტროსთან საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID; ამერიკისხაზინადაა.შ.) მხარდაჭერითა და მონაწილეობით, ექსპერტებისაგან და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან იქმნება სათათბირო საბჭო, რომელიც იმუშავებს საგადასახადო კოდექსის გამარტივებაზე;
ბ) ფინანსთა სამინისტროში ბიზნესმენების და ბიზნეს ასოციაციების მონაწილეობით შეიქმნება ფინანსთა მინისტრთან არსებული ბიზნეს საბჭო, რომელიც განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან სხვა ცვლილებებს;

გ) დავების საბჭოში სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელთა გარდა გარკვეული ვადით ასევე შევლენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს როტაციის წესით ჩაენაცვლებიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - რეფორმების მიმართულებები
ახალი საწარმოების დასაფინანსებლად სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მილიარდიანი ფონდის შექმნა.
მომზადებულია კანონპროექტთა პაკეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების ხელშეწყობისთვის.
მუშავდება შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საგადასახადო შეღავათები აღნიშნული კოოპერატივებისთვის და სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული სხვა პირებისთვის.
რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნა;
მოსახლეობის მიწის რეგისტრაციის პროგრამის შექმნა და განხორციელება;
სოფლის მეურნეობის სფეროს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის პროგრამა; მათი ტექნიკური პერსონალის გადამზადების პროგრამა;
სარწყავი სისტემების ინტენსიური რეაბილიტაციის პროგრამა. დასრულდა 15 მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტირება, რაც უკვე იმის საშუალებას იძლევა, რომ 2013 წლის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ მეტი ფართობი მოირწყას;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - რეფორმების მიმართულებები

- მანდატურის სამსახურის სრული დეპოლიტიზაცია. სამინისტროს მიერ შემუშავებული„ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტით, განისაზღვრა მანდატურის უფლება-მოვალეობები, გამოირიცხა მანდატურის სამსახურის ჩარევა სასწავლო პროცესში და ახლა მისი მოვალეობა მხოლოდ სკოლის უსაფრთხოების დაცვაა;
- შემუშავდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების ახალი მოდელი;
- იცვლებარესურს-ცენტრების ფუნქცია-მოვალეობები. რესურს-ცენტრი გაუწევს მონიტორინგს სკოლაში სწავლის პროცესს;
- იმ საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ. 2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებისთანავე 190 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ტრანპორტირებით;
- დაიწყო მუშაობა პროფესიული განათლების აღდგენის პროექტზე;
ამასთან ერთად:
- გაორმაგდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტში
დამატებით გამოყოფილია - 10.2 მლნ ლარი;
- საჯარო სკოლის პედაგოგთა საბაზო შრომის ანაზღაურება გაიზრდება თვეში 70-80 ლარით. ამისთვისბიუჯეტში გამოყოფილია-50 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ქართველი და უცხოელი ექსპერტებისა და დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით დაიწყო მუშაობა თვითმმართველობის რეფორმის განსახორცილებლად. უახლოეს ხანებში მოხდება საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და განხორციელების ეტაპების ამსახველი დოკუმენტის შემუშავება და შეთანხმება.