საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2038

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა-ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები" ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი - 37 03 05) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ყურძნის შესყიდვის, გადამუშავებისა და თანმდევი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურსა და ა(ა)იპ -სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს შორის 2012 წელს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით, 16 000 000 (თექვსმეტი მილიონი) ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე.


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი