საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2039

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის-სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს`საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით `სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების" ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი-37 01 02) გამოყოფილი ასიგნებებიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად 50 041 000 (ორმოცდაათი მილიონ ორმოცდაერთი ათასი) ლარის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის№123 განკარგულების თანახმად გაფორმებული სალიზინგო ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით1 950 000 (ერთიმილიონ ცხრაასორმოცდაათი ათასი) ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის-სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი