საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2040

შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის" კაპიტალის გაზრდის მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის" ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი 37 01 04) გამოყოფილი ასიგნებებიდან 3 600 000 (სამი მილიონ ექვსსასი ათასი) ლარი გადარიცხოს სახელმწიფოს 100%- იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის"კაპიტალის გასაზრდელად, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის შეძენის მიზნით.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი