საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2042

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თაობაზე

,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის N126 დადგენილების საფუძველზე მოწონებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (KOICA) შორის გასაფორმებელი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის პროექტი.


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი