საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2046

ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის N219 დადგენილების პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიეცეს თანხმობა თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ შ.პ.ს. ,,ბაკილერ"-ს (Bakiler LTD) განახორციელოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობა - ამ განკარგულების ძალაში შესვლის დროისათვის გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში" შემოსული საქონლის საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა, ქ. სოხუმში ღია სააქციო საზოგადოება „სბერბანკ აბხაზიისათვის" მიწოდების მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი