საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2051

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს სახელმწიფოს სახელით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის (შემდგომში - ფონდი) დაფუძნება.

2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ფონდის გამგეობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე
დავით კირვალიძე
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე
დავით ნარმანია
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი
ნოდარ ხადური
- საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი
თეა წულუკიანი
- საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი
გიორგი კვირიკაშვილი
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი
ხათუნა გოგალაძე
- საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი
დავით გალეგაშვილი -
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი
შალვა ფიფია
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი
გიორგი თაბუაშვილი
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი
დავით საგანელიძე
-საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარე, ფონდის გამგეობის წევრი
გიგლა აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფონდის გამგეობის წევრი.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფონდის დაფუძნების შემდგომ დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი