საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2054

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „POMAGALSKI"-ს შორის 2011 წლის 7 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 იანვრის №128 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „POMAGALSKI"-ს შორის 2011 წლის 7 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 იანვ¬რის №128 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 327 769 (სამასოცდაშვიდი ათას შვიდასსამოცდაცხრა) ევროს ეკვივალენტი ლარი.".

 


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი