საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2055

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

სპორტის ცალკეულ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 644 300 (ექვსას ორმოცდაოთხი ათას სამასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მათშორის:

ა) 487 400 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი ათას ოთხასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი - `ლონდონის ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მომზადების ხელშეწყობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის #850 განკარგულების მე-4 პუნქტის „ბ", „დ", „ე", „ვ", „ზ", „თ" და „ი" ქვეპუნქტებისსაფუძველზე, სპორტის ცალკეულ ოლიმპიურ სახეობებში 2012 წელს გამართულ ზოგიერთ სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით;

ბ) 156 900 (ას ორმოცდათექვსმეტი ათას ცხრაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი - `სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის  #849 განკარგულების პირველი პუნქტის „ა.ა", „ბ.ა", „ბ1.ა", „გ", „დ" ქვეპუნქტებისა და მე-4პუნქტის „ა.ა", „ბ.ა", „გ", „დ" ქვეპუნქტების საფუძველზე, სპორტის ცალკეულ არაოლიმპიურ სახეობებში 2012 წელს გამართულ ზოგიერთ სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზით დაჯილდოების მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი