საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2061

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამისათვის - „ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში" გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი - 27 04), სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი