საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2066

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალის-წინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყოს 29 676 208 (ოცდაცხრა მილიონ ექვსას სამოცდათექვსმეტი ათას ორას რვა) ლარი, კერძოდ:";

ბ) პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - 3 446 208 (სამი მილიონ ოთხას ორმოცდაექვსი ათას ორას რვა) ლარი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციისათვის.".

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი