საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2068

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და პედაგოგების მატერიალური წახალისების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ `საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 2 213 790 (ორი მილიონ ორას ცამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაათი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი