საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2083

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი.

2. ბრძანებულების პროექტი ხელმოსაწერად წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

 

პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი