საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2087

„ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი-მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი-მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2011-2013 წლებში უზრუნველყოს ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი-მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადება, გარემოზე ზემოქმედების ანალიზისა და განსახლების ჩარჩო დოკუმენტის ჩათვლით (ქართულ და ინგლისურ ენებზე), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად;".

2. განკარგულებიდან ამოღებულ იქნეს „გ" ქვეპუნქტი.

3. განკარგულების „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული და 2012 წელს განსახორციელებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის" მუხლით (პროგრამული კოდი 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაციის" მუხლით (პროგრამული კოდი 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 წელს გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განახორციელოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.".

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი