საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2088

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 სექტემბრის №1714 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 სექტემბრის №1714 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის" მუხლით (პროგრამული კოდი 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების" მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 01) განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, ქალაქ ცაგერში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო 2013 წელს გათვალისწინებული დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.".

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი