საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2090

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:

ა) ცენტრის დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არა უმეტეს 3 290 ლარით;

ბ) ცენტრის შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არა უმეტეს 2 097 ლარით.

გ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განისაზღვროს არა უმეტეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 28%-ის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი