საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2097

,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122 განკარგულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2012-2013 წლებში უზრუნველყოს:";

2. განკარგულების ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ამ განკარგულების ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით 2012 წელს გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის" მუხლით (პროგრამული კოდი 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების" (პროგრამული კოდი 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 წელს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.".


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი