საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2098

,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის #801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის #801 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ამ პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2012 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის" მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,რეგიონალური განვითარების პროექტი II ნაწილი (იმერეთი) (WB)" (პროგრამული კოდი: 25 03 11) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 წელს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან;".

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი